воскресенье, 27 апреля 2014 г.

ტრენინგის მერვე დღე

წინა დღის მასალის გამეორების შემდეგ შევქმენით ფასილიტაციის რესურსი. შემდეგ გადავხედეთ და გადავახალისეთ პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე.. შევქმენით ახალი გაჯეტები. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.

суббота, 26 апреля 2014 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა,შემდეგ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინების მიზნით განვიხილეთ მრავალმხრივი ინტელექტის ფორმები,შევქმენით მოსწავლის დამხმარე მასალა და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში. ვისწავლეთ ბლოგზე საათის გაჯეტის ჩასმა,
ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის გეგმაზე.
ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.

вторник, 22 апреля 2014 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

წინა დღის მასალის გამეორების შემდეგ მოვამზადეთ მოსწავლის პრეზენტაცია.შემდეგ განვიხილეთ შეფასებების ნიმუშები,მათგან რამოდენიმე შევინახე ჩემს საქაღალდეში(შეფასებები).  გადავხედეთ პროექტების გეგმების ნიმუშებს და გავიაზრე ჩემი პროექტის გეგმის მონახაზი.ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. უზომოდ მადლიერი ვარ ტრენერის,ჩემი ყოველდღიური წინსვლა მისი დიდი პროფესიონალიზმის დამსახურებაც არის.

четверг, 17 апреля 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

წინა დღის მასალის გამეორების შემდეგ განვიხილეთ გამოყენებული ლიტერატურის და ინტერნეტ მისამართების შაბლონები.რამოდენიმე მათგანის ნიმუში შევავსეთ. ვისწავლეთაგრეთვე ბლოგზე კომენტარების დადება და ჩვენი კოლეგების ბლოგებზე გავაკეთეთ კომენტარები.   შევქმენით მოსწავლის ნიმუშის ბლოგი გაჯეტებით (სურათის ჩასმა და გამოკითხვის ნიმუში).
ეს დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის,რადგან შევისწავლე  ჩემთვის  ძალიან მნიშვნელოვანი და აქამდე ბუნდოვანი საკითხები.

суббота, 12 апреля 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

წინა დღის მასალის გამეორების შემდეგ განვიხილეთ პროექტის შეფასების მეთოდები,აგრეთვე დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა.აღნიშნული მეთოდები გამოვიყენეთ ჩვენი პროექტისათვის. შევქმენით ჩვენი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია და მოვათავსეთ საკუთარ ბლოგზე.
   დღეს შეძენილი ცოდნა მნიშვნელოვანია ჩემი შემდგომი მუშაობისათვის.

среда, 9 апреля 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე

წინა დღის მასალის გამეორების შემდეგ განვიხილეთ პროექტის მიზნების განსაზღვრა და  სტანდარტის დადგენა.შემდეგ ვიმუშავეთ საკუთარი პროექტის გეგმაზე,განვსაზღვრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

воскресенье, 6 апреля 2014 г.

ტრენინგის მეორე დღე

                 საშინაო დავალების განხილვის შემდეგ ტრენერის დახმარებით გავაკეთეთ წინა დღის რეფლექსია.
      word-ის ინსტრუმენტების დახმარებით დავამზადეთ პუბლიკაციის ნიმუში პროექტების სწავლების თემაზე. შემდეგ ვისწავლეთ ბუკლეტის სურათებად დაჭრა,საქაღალდის დაარქივება. დაარქივებული საქაღალდე გადავგზავნეთ საკუთარ mail-ზე.მივიღეთ ინსტრუქცია,თუ როგორ გავხსნათ დაარქივებული საქაღალდე.ვისწავლეთ ბლოგში სურათის ჩასმა.
   ეს დღეც,ისევე,როგორც წინა დღე,ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის.

                      

суббота, 5 апреля 2014 г.

ტრენინგის პირველი დღე

პირველი დღის გეგმა: 1. გაცნობა
                                         2. ინტელის ძირითადი კურსის მიზნები
                                         3. გზამკვლევის გაცნობა
                                         4. პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა
                                         5. კურსის რესურსების გაცნობა-შენახვა
                                         6. პროექტების განხილვა
                                         7. ბლოგის შექმნა
                                         8.რეფლექსია
ინტელის კურსის დაუფლება საშუალებას მომცემს,დავგეგმო სასწავლო პროექტები და წარმატებით განვახორციელო ისინი ჩემს მოსწავლეებთან ერთად.